The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე გოგიშვილი

ალექსანდრე გოგიშვილი
Date of birth:11 February, 1951  (74 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1974 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტის ("თბილზნიეპის") №2 არქიტექტურულ-საპროექტო სახელოსნოში ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე; 1976 წელს გახდა კონსტრუქტორთა საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი; მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავებულ იქნა ტიპური პროექტები სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის; ასევე მონაწილეობდა ქ. სოხუმის საზღვაო პორტის ვაგზლის შენობის პროექტირებაში; 1981-1985წწ. მივლინებით იმყოფებოდა ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფის შემადგენლობაში; მიიღო მონაწილეობა "ხოაბინის" ჰიდროელექტროსადგურის მუშაკთათვის საცხოვრებელი დაბის პროექტირებასა და მშენებლობაში; ასევე, მონაწილეობდა ჰიდროელექტროსადგურ "ჩიანი"-ს საპროექტო ჯგუფის მუშაობაში; ვიეტნამის რესპუბლიკაში მისი შრომითი საქმიანობა აღინიშნა ვიეტნამის მთავრობის ორდენით და საპატიო სიგელებით; 1985 წლიდან კვლავ თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიეპში") მუშაობს არქიტექტურულ-საპროექტო სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად; მისი მონაწილეობით დაპროექტებულ იქნა სკოლა ქ. მაგასში (ინგუშეთის რესპუბლიკა) და პიონერთა ბანაკი დაბა ვარდანაში (ქ. სოჭი); აქტიურად მონაწილეობდა სერია "იის-04"-ის კონსტრუქციების გამოყენებით სკოლებისა და საბავშვო ბაღების ტიპური პროექტების, ასევე საცხოვრებელი სახლების პროექტების დამუშავებაში; მონაწილეობა მიიღო 1991 წლის მიწისძვრით დაზარალებული შიდა ქართლისა და იმერეთის რაიონებში შენობა-ნაგებობების, ასევე საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრების სამუშაოებში; 1994-1997წწ. მონაწილეობდა მთავარი კონსტრუქტორის რანგში, სერია "იის-04" და სერია "1.020.1-2C" კონსტრუქციების გამოყენებით საცხოვრებელი სახლების პროექტირებაში, ქ. კემეროვოში (ტიუმენის ოლქი) და საცხოვრებელი კოტეჯების, კრასნოდარის მხარეში; 2004-2006წწ. მუშაობდა "ქართუ ჯგუფში"; მონაწილეობდა საჩხერის ბატალიონის საცხოვრებელი სახლისა და სპორტული ნაგებობების კომპლექსის პროექტირებაში, ასევე დ. ბაკურიანში კინოთეატრ "დიდველის" კონსტრუქციული ნაწილის პროექტირებაში; 2006-2009წწ. შპს "საქპროექტარქიტექტურა"-ში მთავარ კონსტრუქტორად; მისი მონაწილეობით განხორციელდა ტუბერკულოზის საავადმყოფოს შენობის სრული რეკონსტრუქცია ქ. თბილისში, პოლიციის შენობის პროექტირება ავჭალაში, სკოლების დაპროექტება მთიან აჭარაში და ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა; 2009 წლიდან შპს "უნივერსალინტრალოჯისტიკ"-ში და ხელმძღვანელობს საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებას ლოჯისტიკის სფეროში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისათვისა და დამსახურებისათვის მიღებუი აქვს სხვადასხვა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 97-98


Share: