The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გოგიჩაიშვილი

დავით გოგიჩაიშვილი
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1997 წელს.

სტუდენტობის წლებშივე აქტიურად ჩაება პრაქტიკულ საქმიანობაში და თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა და შრომისმოყვარე ახალგაზრდამ, რამაც განაპირობა მისი მომავალი წარმატებები; არის კომპანია "ჰაუსარტის" დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი; აღნიშნულ კომპანიაში მრავალწლიანი პრაქტიკული პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში, მისი ავტორობითა და მონაწილეობით დამუშავებული და რეალიზებულია მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტები, მათ შორის: სასწრაფო დახმარების სამსახურის №112-ს შენობა, საცხოვრებელი სახლები დიდ დიღომში, ნუცუბიძის ქუჩაზე და ი. ჭავჭავაძის გამზირზე, სასტუმროები პეკინისა და ყაზბეგის ქუჩების კვეთაზე, ასევე თავისუფლების მოედანზე ქ. თბილისში, მულტიფუნქციური კომპლექსი ძველ თბილისში; სასტუმრო "პარაგრაფი" დაბა შეკვეთილში, მულტიფუნქციური კომპლექსი ქ. ბათუმში, ოპერის თეატრის რეაბილიტაცია და კინოთეატრი "საქართველო" ქ. ქუთაისში, სასტუმრო ქ. ქობულეთში და სხვა; არის მრავალი არქიტექტურული კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული; მისი მონაწილეობით შექმნილი პროექტები არაერთგზის დასახელდა წლის საუკეთესო ნაშრომად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 99-100

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

გააზიარე: