The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ჩაგანავა

გურამ ჩაგანავა
Date of birth:25 December, 1941
Date of death:11 January, 2025  (at 83 years)
Category:Scientist, Educator, Psychologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უგლოვოე, რუსეთის ფედერაციის პრიმორიის მხარის არტემოვის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენის, ლიტერატურისა და ინგლისური ენის ფაკულტეტი 1969 წელს.

1981-2006წწ. მუშაობდა ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1982 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (ახლანდელ უნივერსიტეტში); 2009 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2010 წლიდან - სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით რამდენიმე წელია უნივერსიტეტში მოქმედებს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. მისი რამდენიმე სტატია ეძღვნება ენათმეცნიერებისა და ისტორიის საინტერესო პრობლემატიკას. გამოსაცემად მზადდება სოციალური ფსიქოლოგიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სალექციო კურსები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ეფუძნება მისივე ექსპერიმენტულ და პრაქტიკულ გამოკვლევებს. კითხულობს სალექციო კურსებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგში, ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომებს, სისტემატიურად მონაწილეობს პროფესორ-მასწავლებელთა საუნივერსიტეტო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში, რედაქტორობს პერიოდულ გამოცემას - "ფსიქოლოგიური გამოკვლევები", არის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და პედაგოგიკის დარგის სპეციალიზირებული საბჭოს წევრი და უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის ხელმძღვანელი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2000).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "აპროპრიაციის ფსიქოლოგიის პრობლემები", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.596; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

Bibliography


Share: