The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა გოგოტიშვილი

ზაზა გოგოტიშვილი
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1985 წელს.

1985 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის სისტემაში - სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლადლ1989 წელს, პარტნიორებთან ერთად დააფუძნა კომპანია "ანაგი", რომელსაც ხელმძღვანელობს; აღნიშნულ კომპანიას, თავისი არსებობის პერიოდში, მასში მომუშავე მაღალკვალიფიციური საინჟინრო-ტექნიკური და შრომითი პერსონალით, დიდი წვლილი აქვს შეტანილი თანამედროვე ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მოღვაწეთა ათვისებისა და დანერგვის კვალობაზე, საქართველოში სამშენებლო სფეროს შემდგომი განვითარების საქმეში; 1990-2019წწ. მისი ხელმძღვანელობითა და სამშენებლო კომპანია "ანაგია" საინჟირო -ტექნიკური და შრომითი პერსონალის ძალისხმევით, საქართველოში აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საზოგადოებრივი და საყოფაცხოვრებო-ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტები, როგორებიცაა: დასასვენებელი კომპლექსი "ჯორჯიან პალას ჰოტელი" ქ. ქობულეთში, სასტუმრო "ჰილტონი"-ს კომპლექსი ქ. ბათუმში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის ახალი შენობა კოპიტნარში, სავაჭრო ცენტრები - "ისთ პოინტი" და "სითი მოლი", "გალერია თბილისი"-ს კომპლექსი ქალაქ თბილისში, ფეხბურთის სტადიონი, სპორტული კომპლექსი და საცურაო აუზი ქ. ბათუმში, საჰაერო კონსტრუქციების მწარმოებელი ქარხანა და თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების საწარმო ქ. თბილისში, ათიათასობით საცხოვრებელი სახლი და კოტეჯი ქ. თბილისსა და ქ. ბათუმის ძველი უბნების კომპლექსური რეკონსტრუქცია და სხვა; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისთვის დაჯილდოებულია სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოებითა და საპატიო მსიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 101


გააზიარე: