Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი გონგლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1958 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რიაზანის ოლქში (რუსეთი), ინჟინერ-მშენებლად, ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციაში; 1961 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას იწყებს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი აწინაურებენ რაიონული ჯგუფის უფროსად; 1965 წელს გადაყვანილ იქნა თბილისის საქალაქო საბჭოს პირველი მაისის რაისაბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის განყოფილების ინჟინრად, შემდეგ კი მთავარ ინჟინრად და განყოფილების გამგედ; 1971-1979წწ. მუშაობდა ქ. თბილისის პირველი მაისის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1979-1981წწ. იყო ახლადშექმნილი კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობის საქალაქო სამმართველოს უფროსი; 1981 წელს იგი არჩეულ იქნა ქ. თბილისის 26 კომისრების სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 1987 წლამდე; 1988 წელს გადაყვანილ იქნა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ საბინაო მეურნეობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ, იგი კვლავ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში მუშაობს; ამჯერად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის პოსტზე; 1995-1997წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1997 წლიდან სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია; 1998 წლიდან იგი ქ. თბილისის პირველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატია, სადაც ოთხი წლის მანძილზე საკრებულოს სარევიზიო კომისიას ხელმძღვანელობდა; 2003-2007წწ. იყო ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდის გამგეობის თავმჯდომარე; 2014 წლიდან მუშაობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ექსპერტ-კონსულტანტად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 102; დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ.,2017. -გვ.54-71 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |