შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფილაცია 1960 წელს. 1960-1964წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1965 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახსოფელპროექტი"-ს სახარჯთაღრიცხვო განყოფილებაში ინჟინრად; 1970 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №13 სამშენებლო ტრესტის 6 სამშენებლო სამმართველოში, ჯერ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1975 წლიდან იყო იმავე სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1986 წელს დაინიშნა რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტ ბაკურიანის საკურორტო საბჭოს დირექტორად; 1992 წელს გადაყვანილ იქნა ბორჯომის რაიონის გამგებლად; 1996 წელს კვლავ დაინიშნა კურორტ ბაკურიანის საკურორტო საბჭოს დირექტორად; აქტიურად მონაწილეობდა დ. ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კომპლექს "დიდველის" მშენებლობასა და შექმნაში; 2000 წლიდან ამავე კომპლექსის პირველი დირექტორი იყო; ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას; არის საკუთარი კეთილმოწყობილი საოჯახო სასტუმრო კომპლექსის დირექტორი; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №13 სამშენებლო ტრესტში მუშაობის პერიოდში, მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის: რამდენიმე საბავშვო ბაღი და სკოლა ქ. თბილისში, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული შენობა (დღევანდელი საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობა), რიტუალების სასახლე, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ობიექტები ქ. თბილისსი და სხვა; ახალგაზრდობის პერიოდში, პროფესიური საქმიანობის პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული სამთო-სათხილამურო და წყალ-სათხილამურო სპორტის სახეობებში; იყო საქართველოს ჩემპიონი; მონაწილეობდა შეჯიბრებებში საბჭოთა კავშირის მასშტაბით - ქ. მოსკოვში, ქ. მინსკში, ქ. რიგაში, ხოლო ქ. კიევსა და ქ. ნიკოლაევში გამართულ შეჯიბრებებზე ჩემპიონობა მოიპოვა; იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი სამთო-სათხილამურო სპორტში; რეგულარულად მონაწილეობს ვეტერან მოთხილამურეთა შეჯიბრებებში; გამოცემული აქვს წიგნი კურორტ ბაკურიანისა და ბაკურიანელი სპორტსმენების შესახებ; მრავალწლიანი პროფესიული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 103-104
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |