The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იასონ გრიგოლია

იასონ გრიგოლია
Date of birth:1 January, 1939  (86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს.

1962-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ორგანიზაციაში "საქგიპრომეზი" - ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1964-1970წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში "საქსახპროექტი" - მთავარ სპეციალისტად; 1970-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №15 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1972-1975წწ. მშენებლობის სამინისტროს №3 სამშენებლო ტრესტ "საქმრეწვმშენში" №8 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1975-1998წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" პროექტის მთავარ ინჟინრად; 1998 წლიდან მუშაობს საპროექტო ორგანიზაციაში შპს "მშენპროექტი"- პროექტის მთავარ ინჟინრად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოს პროექტი, მათ შორის: რუსთავის მეტალურგიული ქარხნის რიგი საამქროების, სახლმშენებელი კომბინატების, ბოქაროს მეტალურგიული ქარხნის (ინდოეთი), ქ. ფოთის სამრეწველო ზონისა და საზღვაო პორტის რეკონსტრუქცია, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი ტერმინალის კომპლექსი ყულევში და სხვა; უშუალოდ მონაწილეობდა ქ. თბილისის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის ("დინამოს"), საიუველირო ქარხნის, თერაპიის ინსტიტუტის, ქ. თბილისის საცხოვრებელი კვარტლების მშენებლობაში და სხვა; ასევე, მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა მრავალი საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტული ობიექტების პროექტირებას საქართველოს რაიონებში, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 104


Share: