შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შუშანა ფუტკარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლომანაური, შუახევის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს; 1978 წელს მიენიჭა ფილოლოგიის კანდიდატის, ხოლო 1999 წელს - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1964 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2002 წლიდან ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია; მან ნიკო მარის მოგზაურობის შემდეგ, პირველმა მოინახულა ტაო-კლარჯეთი, ჩაიწერა თემატურად მრავალფეროვანი დიალექტოლოგიურ-ფოლკლორული თუ ეთნოგრაფიული მასალა; ცალკე დიალექტურ ერთეულებად გამოყო იმერხეული, ტაოური, ნიგალური და ზედა მაჭახლური; აღნიშნულ საკითხს ეხება სამეცნიერო წრეებში აღიარებული მისი მონოგრაფია - "ჩვენებურების ქართული", I-II ტომი, რომელიც თავისი აქტუალობით სამაგიდო წიგნებადაა ქცეული; ყოველივე ამასთან ერთად, ის თურქეთში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარიცაა; სწორედ მისი ხელმძღვანელობით შესწავლილია სტამბოლის ქართული სავანის ბიბლიოთეკა და არქივი; ამ კვლევის შედეგები ასახულია მისი თანაავტორობით გამოცემულ მონოგრაფიაში "წერილები სტამბულის ქართული სავანიდან", I-II ტომი; აღნიშნული სავანის კვლევას ეხება ასევე მისი მონოგრაფია "სტამბოლის ქართული სავანე", რომელიც ქართულ და თურქულ ენებზეა გამოცემული ("Istanbul gürcü ocagı"); სტამბოლის ქართულ სავანეში ჩატარებული კვლევების შედეგად წარმოაჩინა არაერთი ისტორიული პიროვნების ვინაობა. კერძოდ, შავშეთელი მოღვაწე, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღმშენებელი გიორგი ჯვარელი, შავშეთელი პოეტი, შოთა რუსთაველის თანამედროვე იოანე შავთელი, მართა იერუსალიმელი, წმ. თევდორე აჭარელი, ახმედ და აბას ათაბაგები. ეს არის მცირე ჩამონათვალი მისი დიდი სამეცნიერო საქმიანობისა; ნაყოფიერი და მრავალმხრივ გამორჩეულია შ. ფუტკარაძის სამეცნიერო მოღვაწეობის ინტერესთა სფერო. მკვლევარი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კუთხეების-აჭარის, ტაო-კლარჯეთის, ფოცხოვ-ჩილდირის, ერუშეთის ისტორიას, ფოლკლორს, ეთნოგრაფიასა და მეტყველებას იკვლევს. ემერიტუს-პროფესორი. წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |