The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ გუგუნავა

გურამ გუგუნავა
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2004  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1959 წელს.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, შრომითი საქმიანობა დაიწყო ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში ჯერ ინჟინრად, შემდეგ სამმართველოს მთავარ ინჟინრად; იყო ამავე სამმართველოს უფროსი; 1971 წელს გადაიყვანეს ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის მმართველად; 1986 წელს დაწინაურებულ იქნა ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; თბილისის რაიონების რეორგანიზაციის შემდეგ დაინიშნა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის პირველ მოადგილედ; მისი ხელმძღვანელობით აქტიურად დაიწყო საცხოვრებელი კვარტლების შიდა გზების, სკვერებისა და გაზონების კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე კვარტლებში ბავშვთა გასართობი მოედნებისა და ატრაქციონების, დასასვენებელი ზონების მოწყობა; განსაკუთრებული ყურადღება იქნა მიქცეული საცხოვრებელი სახლების სარდაფებში გამავალი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ძველი ქსელების სრულად გამოცვლის სამუშაოების შესრულებას, რითიც დაცულ იქნა შენობების მდგრადობა, ვინაიდან დაზიანებული ქსელებიდან წყალი იღვრეოდა საძირკველებში და შესაძლებელი იყო მათი დეფორმაცია; ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სისტემაში ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში იგი არჩეული იყო ოთხი მოწვევის რაიონული საბჭოს დეპუტატად; წლების განმავლობაში იყო ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომისა და ვაკე-საბურთალოს გამგეობის წევრი; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 105; დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.76-84


გააზიარე: