შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1977 წელს. 1987-1992წწ. ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას: 1977-1985წწ. თორტიბას რვაწლიანი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი; 1979-1985წწ. გორის ბარათაშვილის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის მასწავლებელი; 1985-1988წწ. გორის გრ. ერისთავის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე; 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი გორის ვარიანის №32 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1997-2006წწ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, უცხო ენების ფაკულტეტის დეკანი, 2002-2004წწ. ქალაქ გორის მერი; 2005-2006წწ. აშშ-ის კათოლიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამით, იყო აშშ-ის National Humanities Institute-ის წევრ-კორესპონდენტი საქართველოში; ილიას სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. მრავალი სამეცნიეო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.376; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.204 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |