Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუბა კემულარია-ნათაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზუბი, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი. 1911 წელს სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო თბილისის ბოტანიკურ ბაღში; 1933 წლიდან მუშაბდა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში; ავტორია ნაშრომებისა კავკასიის და საქართველოს სისტემატიკისა და ნომენკლატურის, ფარულთესლოვან მცენარეთა ფილოგენეტიკისა და სხვა საკითხების შესახებ, რომელშიც მოცემულია რანალების რიგის კავკასიური ტაქსონების ორიგინალური კლასიფიკაციური სისტემა; ''საქართველოს ფლორის" I და II გამოცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ავტორი; მის მიერ აღწერილია ფარულთესლოვან მცენარეთა უცნობი ერთი ახალი ოჯახი, 3 ტრიბი, 2 გვარი და 80-ზე მეტი სახეობა, მრავალი შიდასახეობრივი ტაქსონი; ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში: კითხულობდა ზოგადი ბოტანიკის, მცენარეთა სისტემატიკისა და ფიტოგეოგრაფიის კურსებს; წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.5. - თბ., 1980. - გვ. 466; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 4.–თბ., 2018.–გვ.619 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |