Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ჩხენკელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1973 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1965-1969წწ. მეტროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკოსი, უფროსი ტექნიკოსი, ინჟინერი; 1969-1973წწ. ხობის საკონსერვო ქარხნის ცვლის ოსტატი, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1974 წელს-საქკონსერვმრეწვის აპარატის ინჟინერი; 1974-1978წწ. მცხეთის საკონსერვო ქარხნის წარმოების უფროსი; 1978-1980წწ. ავღანეთის სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1980-1982წწ. ხილბოსტნეულის მეურნეობის სამინისტროს საქკონსერვის ხარისხის ცენტრალური ლაბორატორიის ინჟინერ-ტექნოლოგი, უფროსის მოადგილე; 1982-1987წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის გან-ის უფროსი, რეფერენტი; 1987-1988წწ. საქართველოს კპ ცკ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის გან-ის ინსტრუქტორი; 1988-1991წწ. საქართველოს კპ ხონის რაიკომის პირველი მდივანი, აღმასკომის თავმჯდომარე; 1991-1992წწ. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მთავარი საწარმოოს სამმართველოს მთავარი ტექნოლოგი; 1992 წელს საქკონსერვმრეწვის უფროსის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ხონის №6.55 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდო: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 377 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |