The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1973 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1965-1969წწ. მეტროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკოსი, უფროსი ტექნიკოსი, ინჟინერი; 1969-1973წწ. ხობის საკონსერვო ქარხნის ცვლის ოსტატი, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1974 წელს-საქკონსერვმრეწვის აპარატის ინჟინერი; 1974-1978წწ. მცხეთის საკონსერვო ქარხნის წარმოების უფროსი; 1978-1980წწ. ავღანეთის სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1980-1982წწ. ხილბოსტნეულის მეურნეობის სამინისტროს საქკონსერვის ხარისხის ცენტრალური ლაბორატორიის ინჟინერ-ტექნოლოგი, უფროსის მოადგილე; 1982-1987წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის გან-ის უფროსი, რეფერენტი; 1987-1988წწ. საქართველოს კპ ცკ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის გან-ის ინსტრუქტორი; 1988-1991წწ. საქართველოს კპ ხონის რაიკომის პირველი მდივანი, აღმასკომის თავმჯდომარე; 1991-1992წწ. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მთავარი საწარმოოს სამმართველოს მთავარი ტექნოლოგი; 1992 წელს საქკონსერვმრეწვის უფროსის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ხონის №6.55 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდო: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 377

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის აგრარული კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მიწათმოქმედი", წევრი (1993-1995)

გააზიარე: