The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ცაგარეიშვილი

ვახტანგ ცაგარეიშვილი
Date of birth:7 October, 1943  (82 years)
Category:Mathematician, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს, ასპირანტურა 1969 წელს.

ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1970-1978წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტი, ლაბორანტი, შემდეგ – უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1978-1994წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრის დოცენტი; 1990-1997წწ. სრულიად საქართველოს "წმიდა ილია მართლის საზოგადოების" გამგეობის წევრი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევვნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 378; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge

Member of Organizations

  • რესპუბლიკური ფედერალური პარტია, პარტიის თავმჯდომარე (1989-1990)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს აღმსარებლობის ქვეკომისია, თავმჯდომარე (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ფრაქცია "უმრავლესობა", წევრი (1990-1991)
  • სრულიად საქართველოს "წმიდა ილია მართლის საზოგადოება", გამგეობის თავმჯდომარე (1997-)
  • სრულიად საქართველოს "წმიდა ილია მართლის საზოგადოება", გამგეობის წევრი (1990-1997)

Share: