The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა აროშიძე

მარინა აროშიძე
დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1958  (66 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

განათლების მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფილოლოგია, რუსული ფილოლოგია. 

1979-1980წწ. - ბათუმის №17 საშუალო სკოლა, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1980-1993წწ. - ბათუმის №4 საშუალო სკოლა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1993-1997წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრის მასწავლებელი; 1997-2004წწ. - ამავე უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრის დოცენტი, კათედრის გამგის მოადგილე; 2004-2006წწ. - რუსული ენის კათედრის პროფესორი; 2004 -2006წწ. - ლიცეუმის "ევრო–2000"-ის დირექტორი; 2006-2009წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2008-2013წწ. - ამავე უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2008-2014წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; 2009 წლიდან - სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორი; 2014-2016წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს წევრი; 2014-2016წწ. - სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2020 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონალური გამყოფილების სწავლული მდივანი.  სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. სამეცნიერო ინტერესების სფერორუსული ფილოლოგია და კულტურული მეხსიერება; შეპირისპირებითი კვლევა სლავურ და ქართულ ფილოლოგიაში; ლინგვოკულტუროლოგია და სემიოტიკა; თარგმანმცოდნეობის თეორია და პრაქტიკა; მულტიკულტურიზმი და უცხო ენების სწავლისა და სწავლების მეთოდიკა.  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტექსტური ინფორმაციის კოდირების ლინგვოსემიოტიკური მექანიზმი და მისი დეკოდირების პრობლემები", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.450; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: