შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა სხილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. 1989-1991 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში, რომელიც არ დაუმთავრებია; დაამთავრა მოსკოვის თეოლოგიური ინსტიტუტი 1996 წელს. 1996-1999 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში; 2001-2002წწ. მუშაობდა პირველი სვირის საშუალო სკოლაში, გერმანული ენის მასწავლებლად; 2007 წლიდან მუშაობს ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, საინფორმაციო განყოფილების მთავარ სპეციალისტად; მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა ჟურნალ "განთიადში" 1989 წელს; ლექსები და ესეები გამოქვეყნებული აქვს ჟურნალ "ალტერნატივაში", "ენიგმაში", "აფრაში", "ახალ საუნჯეში", "ლიტერატურულ გაზეთში", ასევე ელექტრონულ ჟურნალ "ელექტროლიტში"; 2016 წელს იყო ლიტერატურულ პრემია "საბას" ნომინანტი (ფინალისტი). 2020 წელს გაიმარჯვა გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში "ერთგულება", აიღო მეორე პრემია; გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულები: "მკვდართა მზე", "დიდი მზესუმზირა", "ამბორი სიბნელეში", "უნაპირო მდინარე". წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი: 1tv.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |