შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ დათიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია, გათბობა-კანალიზაციისა და წყალმომარაგების განხრით 1973 წელს. 1973-1990წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტი"-ს ქუთაისის ფილიალში ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, სპეცსამუშაოების განყოფილების უფროსად; 1994 წელს სამუშაოდ გადავიდა ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა სამშენებლო კომპანია შპს "ბმ"-ის სამუშაოთა მწარმოებლად სპეცსამუშაოების განხრით; 1995-2000წწ. იყო ამავე კომპანიის მთავარი სპეციალისტი სპეცსამუშაოების დარგში; 2001-2002წწ. მუშაობდა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურული სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 2002-2003წწ. კვლავ ქ. მოსკოვში მუშაობდა სამშენებლო კომპანია "ვიტმა-1"-ის მთავარ სპეციალისტად სპეცსამუშაოების დარგში; 2003-2008წწ. მუშაობდა ხობის რაიონის სოფელ ყულევის "ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადასატვირთი ტერმინალის" მშენებლობაზე სამსახურის უფროსად, სპეცსამუშაოების განხრით; 2008 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია "ბკ კონსტრაქშენ"-ის მთავარ სპეციალისტად სპეცსამუშაოების განხრით; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა წყალსადენის ქსელები - ქ. ქუთაისში, სამტრედიაში, აბაშაში, სენაკში, თერჯოლაში, აგრეთვე ქ. ქუთაისის მე-7, მე-8, და მე-9 მ/რაიონების წყალმომარაგება-კანალიზაციისა და გათბობის ქსელები; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისთვის მიღებული აქვს საუწყებო და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 107
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |