Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია ერისთავი![]()
Biographyზაქარია ერისთავმა 1873 წელს სოფელ ოძისში (დუშეთის რაიონი) გახსნა პირველი სასოფლო ბანკი, საიდანაც გლეხს შეეძლო ფულის სესხად გატანა საკუთარი მეურნეობის გასავითარებლად; მისი მიზანი იყო გლეხთა გაჭირვებული მდგომარეობის შემსუბუქება. მამის, გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ანდერძის თანახმად, სოფელ ოძისის მამული - ორსართულიანი სახლი თავისი მოწყობილობით, ვენახი, ხილის ბაღი, სარწყავი მინდორი, ტყე და საძოვარი და 3000 მანეთამდე წლიური შემოსავალი - თავადაზნაურობას შესწირა სამეურნეო სასწავლებლის დასაარსებლად, რათა სოფლად კულტურული საქმიანობა დანერგილიყო, მაგრამ მთავრობამ პირობა არ შეასრულა. ქველმოქმედი, კოოპერატივის დამაარსებელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.74; საქარტველოს ეროვნული არქივი: archive.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |