შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია ერისთავი![]()
ბიოგრაფიაზაქარია ერისთავმა 1873 წელს სოფელ ოძისში (დუშეთის რაიონი) გახსნა პირველი სასოფლო ბანკი, საიდანაც გლეხს შეეძლო ფულის სესხად გატანა საკუთარი მეურნეობის გასავითარებლად; მისი მიზანი იყო გლეხთა გაჭირვებული მდგომარეობის შემსუბუქება. მამის, გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ანდერძის თანახმად, სოფელ ოძისის მამული - ორსართულიანი სახლი თავისი მოწყობილობით, ვენახი, ხილის ბაღი, სარწყავი მინდორი, ტყე და საძოვარი და 3000 მანეთამდე წლიური შემოსავალი - თავადაზნაურობას შესწირა სამეურნეო სასწავლებლის დასაარსებლად, რათა სოფლად კულტურული საქმიანობა დანერგილიყო, მაგრამ მთავრობამ პირობა არ შეასრულა. ქველმოქმედი, კოოპერატივის დამაარსებელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.74; საქარტველოს ეროვნული არქივი: archive.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |