Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან ასათიანი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1994-2004წწ.– სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ლექტორი; 1991-2009წწ. – აზია-აფრიკის ინსტიტუტის ლექტორი; 2009-2010წწ. – თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი; 1999-2006წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი, მოწვეული პროფესორი; 2000-2005წწ. – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2000-2005წწ. – თბილისის ქართულ-გერმანული სკოლის "A-Z" პედაგოგი; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული ასოცირებული მკვლევარი. ინტერესთა სფერო: ენათა ტიპოლოგია და კოგნიტიური ლინგვისტიკა, ინფორმაციის ენობრივი შეფუთვა და წინადადების საინფორმაციო სტრუქტურა, ქართველური ენების ლინგვისტური ანალიზი. ავტორია სამი მონოგრაფიისა და 70-მდე სამეცნიერო სტატიის; ასევე, ქართული ენის სახელმძღვანელოსი უცხოელებისათვის. მისი რედაქტორობით გამოიცა სხვადასხვა ხასიათის ნაშრომები, მათ შორის: Proceedings of the Fifth International Symposium – LLC, University of Amsterdam, Printed by Grafisch Centrum (2003); Г.Б. Чикоидзе, Сетевое представление морфологических процессоров, изд. "Интелект" (2005); საერთაშორისო ორენოვანი ჟურნალი "ენა, ლოგიკა, გამოთვლები" და სხვ. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენის სემანტიკური სისტემის დომინანტური კატეგორიები და ქართველურ ენათა ტიპოლოგია", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.450; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; sa-ga.org Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |