The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ერისთავი

ოფიციალური სახელი:ნინო დიასამიძე
დაბადების თარიღი:1840
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 1905  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

1879 წელს გორში ჩასულ ქართულ თეატრალურ (დრამატულ) დასს დიდი შეხვედრა მოუწყო და დახმარება აღმოუჩინა. ხელს უწყობდა ქართული თეატრის განვითარებას; თარგმნა ჟორჟ სანდის "ლელია" ("ივერია", 1884, №4-8) და სხვა მწერალთა ნაწარმოებები, კრიტიკული წერილი მიუძღვნა გრიგოლ რჩეულიშვილის "ანუკა ბატონიშვილს" ("ცისკარი", 1861, №1). ლუარსაბ ერისთავის მეუღლე და ნიკოლოზ დიასამიძის და. ცნობილი იყო როგორც ქართული ნაქარგი ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.91


გააზიარე: