The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ცირა ბარამიძე

ცირა ბარამიძე
Date of birth:16 March, 1962  (63 years)
Category:Linguist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფ. დვაბზუ, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1986 წელს; ამავე უნივერსიტეტის  ასპირანტურა - 1990 წელს; 1990-1994წწ. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში.

1986-2002წწ. - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლაბორატორია, მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1990-2002წწ. - კავკასიურ ენათა კათედრის დოცენტი; 2002-2006წწ. - ამავე კათედრის პროფესორი, 2006 წლიდან - კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი და ხელმძღვანელი; 2009 წელს დააარსა სამენოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "კავკასიოლოგიური ძიებანი"; 80-მდე ნაშრომის ავტორი, მათ შორის - 4 წიგნისა (სამი მონოგრაფია). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა თაბასარანულ ენაში", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თაბასარანული ენის ფონემატური სტრუქტურა და მორფონოლოგიის საკითხები", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.452; პროფესორ ცირა ბარამიძის ბლოგი: tsirabaramidze.blogspot.com

Bibliography


Share: