შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი დალაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით 1971 წელს. 1971-1972წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" - ინჟინრად; 1972-1973წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი; 1973-1974წწ. იყო ქ. მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი; 1974-1977წწ. კ. ზავრიევის სახელობის თბილისის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტი; 1978-1996წწ. მუშაობდა თბილისის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ; ამ პერიოდიდან შეთავსებით მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იყო საშენი მასალებისა და ნაკეთობების კათედრის დოცენტი, კითხულობდა ლექციებს; 1996-2004წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მენეჯმენტის, მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური ბაზის განვითარების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო; 2010 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორია; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის აღდგენა-რეკონსტრუქცია, ასევე განათლების სისტემის მთელი რიგი შენობა-ნაგებობების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია; დამუშავებულ იქნა ნორმატიული დოკუმენტაცია "ახალი სტანდარტები და საპროექტო ნორმები სასკოლო შენობებისათვის"; არის მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და 78 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1978 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 109-110 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |