The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ცინცაძე

ამირან ცინცაძე
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1935
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 1997  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი სპეციალობით საქალაქო ელექტრონული ტრანსპორტი 1958 წელს.

ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო  და ბიზნეს საქმიანობას; 1958-1960წწ. ელექტროტექნიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი; ლაგოდეხის ადგილობრივი მრეწველობის კანტორის უფროსი (1960); 1960-1962წწ. ლაგოდეხის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის დირექტორის მოადგილე; 1962-1963წწ. ლაგოდეხის საკონსერვო ქარხნის დირექტორი; 1964-1967წწ. ლაგოდეხის რაიონის საკოლმეურნეობათაშორისო საამშენებლო ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე; 1973-1979წწ. ლაგოდეხის თამბაქოს საფერმენტაციო ქარხნის დირექტორი; 1970-1980წწ. ლაგოდეხის აღმასკომის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი, რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1980-1983წწ. ლაგოდეხის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე, რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1984-1989წწ. სახაგრომრეწვის საქსოფლთევზმრეწვის თავმჯდომარე; 1989-1991წწ. მეთევზეობის რესპუბლიკური სახელმწიფო-კორპორაციული საწარმოო გაერთიანების თავმჯდომარე; 1991-1992წწ. საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმოს "იბერის კონტრაქშენ ენდ სერვის კომპანის" გენერალური დირექტორის მჩეველი; 1992-1993წწ. საქართველოს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა და ტურიზმის რესპუბლიკური ასოციაციის საქართველოს კომერციული დირექტორის მოადგილე; 1995-1997წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო:  საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.380

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თავისუფალ დემოკრატთა კავშირი თანათავმჯდომარე, თანათავმჯდომარე
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ამომრჩეველი", წევრი (1996-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "იმედი", წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მამული", თავმჯდომარის მოადგილე (1997-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1997)

გააზიარე: