შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა დარჩიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1977 წელს; 1985 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ვ.ა. კუჩერენკოს სახელობის სამშენებლო კონსტრუქციების ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა. 1977-1981წწ. მუშაობდა სსრკ მშენებლობისსამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალიზებულ საკონსტრუქციო-ტექნოლოგიურ ბიური "მშენინდუსტრიაში" ინჟინრად; 1981-2012წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") ინჟინრად, მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ნაგებობათა სეისმომედეგობის ლაბორატორიის უფროსად; 2012-2013წწ. იყო "რკინაბეტონის განძელების ქარხნის" ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი; 2013 წლიდან (შეთავსებით) იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაგებობათა მონიტორინგის მთავარი სპეციალისტი; 2015 წლიდან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულების ასოცირებული პროფესორია; კითხულობს ლექციებს კურსს "შენობა-ნაგებობათა გამოცდა და მონიტორინგი"; არის ლ. სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს მიწვეული ექსპერტი; მისი მონაწილეობით არის განხორციელებული საცხოვრებელი სახლების ნატურალი ფრაგმენტებისა და მათი მოდელების ნატურალ-ვიბრაციული გამოცდები: ქ. მოსკოვში (1982-1985), ქ. ირკუტსკში (1985), ფეოდოსიაში (1983), ქ. სოჭში (1982-1983), ლენინაკანში (1991), ქ. თბილისში, ქ. ჭიათურაში, ქ. ფოთში და სხვა; აქტიურად მონაწილეობდა სპიტაკის (1988), ქართლის (1992) და რაჭის (1992) მიწისძვრების შედეგების სალიკვიდაციო საკვლევ-საპროექტო სამუშაოებში, იყო სამთავრობო კომისიის წევრი; ავტორია 18 გამოქვეყნებული ნაშრომისა და საერთაშორისო კონფერენციებზე გამოსვლების; აქვს ერთი გამოგონება და სეისმომედეგი მშენებლობის საერთაშორისო ასოციაციის წევრია. დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა აკადემიური დოქტორის ხარისხი 1989 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 111-112
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |