შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალგორი (მაშინდელი დუშეთის მაზრა). 1874 წლიდან სწავლობდა თბილისის რეალურ სასწავლებელში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა დეკლამატორული ნიჭითა და თეატრალური ხელოვნების მიმართ სიყვარულით. პირველად გამოვიდა გოგონას როლში პიესაში "ეჭვით ავადმყოფი", რითაც დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა; ხშირად ესწრებოდა გიორგი ერისთავის ხელმძღვანელობით მოწყობილ რეპეტიციებს გაზეთ "Кавкази"-ის რედაქციაში, ასრულებდა პატარ-პატარა როლებს. 1882- 1883 წლებში თავი ისახელა როგორც საუკეთესო დეკლამატორმა, რის გამოც ილია ჭავჭავაძემ საკუთარი თხზულება აჩუქა წარწერით. 1885 წლიდან გამოდიოდა ალ. ნებიერიძის დასში. ნიკოლოზ (კოლა) ერისთავმა საკუთარი სახსრებით დაიქირავა დიდი დარბაზი და ჩამოაყალიბა დასი, რომელიც იაფფასიან წარმოდგენებს მართავდა. 1896 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს სოფელ ქვემო მაჩხაანში (დაინიშნა ბოქაულად), სადაც ააშენა საავადმყოფო, სკოლის გვერდით კი თეატრალური დარბაზი (პირველი წარმოდგენა გაიმართა ნატო გაბუნიასა და ვასო აბაშიძის მონაწილეობით). კოლა ერისთავის დასი მისივე მონაწილეობით გამოდიოდა სიღნაღსა და ბაკურციხეში. მან მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაში, გამოვიდა სიტყვით და წაიკითხა ილიას ლექსები; იგი ხშირად მართავდა ილიას საღამოებს საქართველოს ქალაქებში. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ქართული თეატრის დაწვამ, იგი სხვებთან ერთად ცდილობდა მის აღდგენას. 1902-1912 წლებში მუშაობდა სათავადაზნაურო ბანკში შემფასებლად. ნიკოლოზ ერისთავი ეხმარებოდა ქართულ თეატრს - მართავდა საღამოებს, წარმოდგენებს, გამოდიოდა როგორც დეკლამატორი. 1907-1919 წლებში იყოს ქართული თეატრალური საზოგადოების გამგეობის წევრი, თავმჯდომარე. მისი თავმჯდომარეობის დროს მოწვეულ იქნა სრულიად საქართველოს სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობა, დაარსდა პირველი ქართული სასცენო სტუდია გ. ჯაბადარის ხელმძღვანელობით. 1920 წელს მუშაობდა ახალგორის ბანკში, სადაც ჩამოაყალიბა სცენისმოყვარულთა წრე. ნიკოლოზ ერისთავის ინიციატივით აშენდა ახალგორში ელექტროსადგური. დეკლამატორი, თეატრალური მოღვაწე, ქველმოქმედი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.79
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |