| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაგუა იამზე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს. 1970-1981წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კლასიკური ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი; 1981-2004წწ. - ამავე უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 2004-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოელინისტიკის ინსტიტუტი, პროფესორი; 2006-2009წწ. - ასოცირებული პროფესორი. 75 სამეცნიერო ნაშრომის, 5 მონოგრაფიის, 6 სახელმძღვანელოს ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Овидий Назон и древняя Колхида", დაიცვა 1981 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ამბივალენტიზმი ავგუსტუსის პოლიტიკასა და ოვიდიუსის შემოქმედებაში", დაიცვა 2004 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.457; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

