Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ რეკ-კოტრიკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ-ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანისტიკის განხრით. 1994-1995წწ. ზამთრის სემესტრის განმავლობაში სტიპენდიანტის სტატუსით სწავლობდა გერმანიის ქ. ბამბერგის უნივერსიტეტში; 1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლში" უფროს მეცნიერ თანამშრომლად, იყო ამავე ორგანიზაციის ბაზაზე არსებული რ.მ. რილკეს საზოგადოების სწავლული მდივანი; 1998-2006წწ. მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სხვადასვა დროს ასწავლიდა გერმანულ ენას, დასავლეთევროპულ ლიტერატურასა და კულტურას. 2000 წლის ზაფხულის სემესტრის მანძილზე ავსტრიული აკადემიური სტიპენდიით იმყოფებოდა ქ. კლაგენფურტში, სადაც მუშაობდა სადისერტაციო ნაშრომზე. ნათარგმნი აქვს ქართველი, გერმანელი, ინგლისელი, იტალიელი და რუსი ავტორების ნაწარმოებები. ცნობილი ზოოლოგის ჰანს რეკის შვილიშვილი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანგელოზის თემა და მოტივი დასავლეთევროპულ ლიტერატურაში", დაიცვა 2003 წელს. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.116 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |