შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ რეკ-კოტრიკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ-ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანისტიკის განხრით. 1994-1995წწ. ზამთრის სემესტრის განმავლობაში სტიპენდიანტის სტატუსით სწავლობდა გერმანიის ქ. ბამბერგის უნივერსიტეტში; 1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლში" უფროს მეცნიერ თანამშრომლად, იყო ამავე ორგანიზაციის ბაზაზე არსებული რ.მ. რილკეს საზოგადოების სწავლული მდივანი; 1998-2006წწ. მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სხვადასვა დროს ასწავლიდა გერმანულ ენას, დასავლეთევროპულ ლიტერატურასა და კულტურას. 2000 წლის ზაფხულის სემესტრის მანძილზე ავსტრიული აკადემიური სტიპენდიით იმყოფებოდა ქ. კლაგენფურტში, სადაც მუშაობდა სადისერტაციო ნაშრომზე. ნათარგმნი აქვს ქართველი, გერმანელი, ინგლისელი, იტალიელი და რუსი ავტორების ნაწარმოებები. ცნობილი ზოოლოგის ჰანს რეკის შვილიშვილი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანგელოზის თემა და მოტივი დასავლეთევროპულ ლიტერატურაში", დაიცვა 2003 წელს. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.116 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |