The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა გაფრინდაშვილი

ნანა გაფრინდაშვილი
Date of birth:26 May, 1958  (66 years)
Category:Literary scholar, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს; ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტურა - 1993 წელს; სწავლობდა სტუდენტთა გაცვლის პროგრამით ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე (1977-1979). 

1981-1983წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტაჟიორ-მკვლევარი; 1986-1991წწ. - მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1993წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი; 1993-1996წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1997წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების კათედრის დოცენტი; 1997-2006წწ. - ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების კათედრის პროფესორი; 2006-2008წწ. - მოწვეული პროფესორი; 2007-2015წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი; 2008-2012წწ. - ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი; 2015-2016წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2016 წლიდან - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. 2013-2014წწ. - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი; 2010-2015წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი. 1977-1980წწ. - ლესია უკრაინკას სტიპენდიანტი; 1997-1998წწ. - პრეზიდენტის სტიპენდიანტი; 2009 წელს - რუსთაველის სტიპენდიანტი (ქართველოლოგიის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდი). სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2000).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართულ-ბელორუსული ლიტერატურული ურთიერთობები XX საუკუნის 60-80-იან წლებში", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "უცხოეროვნული ლიტერატურისა და სამყაროს აღქმის თავისებურებანი (ისტორიულ–შედარებითი კვლევის ცდა)", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.457; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Awards and Honors

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის

Bibliography


Share: