Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როლანდ დგებუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საბერიო, გალის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპაციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1963 წელს; ქ. ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა. 1963-1965წწ. გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; 1965-1973წწ. მუშაობდა ენგურის ჰესების კასკადის მშენებლობაზე - მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1973 წელს გადაიყვანეს ენგურჰესის ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1975 წელს გადაყვანილ იქნა პარტიულ სამუშაოზე, საქართველოს კომპარტიის გალის რაიონული კომიტეტის პარტიულ-საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორად, შემდეგ კი პარტიულ-საორგანიზაციო განყოფილების გამგის თანამდებობაზე; 1981 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კომპარტიის გალის რაიონული კომიტეტის მდივნად; 1985-1993წწ. მუშაობდა გალის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1993-2004წწ. გალის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის ჯერ მოადგილედ, შემდეგ კი პირველ მოადგილედ; არაერთგზის იყო არჩეული გალის რაისაბჭოს დეპუტატად; 1991 წელს არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იდეოლოგიურ-საინფორმაციო მუდმივი კომისიის თავმჯდომარე; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ენგურის ჰესების კასკადის იმ ობიექტების მშენებლობაში, რომლებიც გალის რაიონის ტერიტორიაზე იყო განთავსებული; ასევე დიდი ღვაწლი მიუძღვის გალის რაიონის ეკონომიკური განვითარების საქმეში; დევნილობის პერიოდში ყოველთვის გვერდით ედგა რაიონიდან დევნილ მოსახლეობას, მათი პრობლემური საკითხების მოგვარების საქმეში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 113-114
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |