The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერი დონჯაშვილი

ვალერი დონჯაშვილი
Date of birth:1 January, 1950  (75 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნუკრიანი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ხიდებისა და გვირაბების მშენებელი ინჟინრის სპეციალობით 1972 წელს.

1972 წელს მუშაობა დაიწყო ქ. სიღნაღის საგზაო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1973-1983წწ. საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს ტრესტ "იორწყალმშენის" №1 სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსად; 1985 წლიდან ამავე სამინისტროს ტრესტ "ალაზანწყალმშენის" №5 სამმართველოს უბნის უფროსად; 1985-1993წწ. იყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს კაჭრეთის რკინაბეტონის ქარხნის არმატურის საამქროს უფროსი; 2000 წლიდან მუშაობას იწყებს შპს "ამხანაგობის" და შპს "ბასილონის" მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 2007-2017წწ. მუშაობდა შპს "მაგისტრალში" და შპს "მენოინტერნეიშელ"-ში ლითონკონსტრუქციების, ელ. შედუღებისა და არმატურის საამქროს უფროსად; 2017 წლიდან არის ალიანსი "თბილისის" ლითონკონსტრუქციების, ელ. შედუღებისა და არმატურის საამქროს უფროსი; მონაწილეობდა ქალაქ ქუთაისში სამხედრო კადეტთა კორპუსის, იუსტიციის სახლის, პარლამენტის, სამხედრო პოლიციის მშენებლობაში, ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაში, გორის იუსტიციის სახლი, თბილისის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების და სხვა საზოგადოებრივი და საყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 114


Share: