| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ დოჭვირი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერის სპეციალობით 1966 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის სპეციალობით 1971 წელს. 1968-1972წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" უფროს ტექნიკოსად, არქიტექტორად; 1972-1974წწ. საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ვაჭრობპროექტის" ("გიპრიტორგ") საქართველოს ფილიალში უფროს არქიტერორად; 1974-1975წწ. საპროექტო ინსტიტუტ "კავსოფმრეწვმშენსახპროექტში" ჯგუფის ხელმძღვანელად; 1975-1998წწ. სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1998-2009წწ. შპს "ტერიტორიათა განვითარების სააგენტოში" ("თბილქალაქპროექტი") პროექტის მთავარ არქიტექტორად, ხოლო პარალელურად საპროექტო-სამშენებლო კოოპერატივ "ჯვარი"-ს დირექტორად; 2009 წლიდან შპს "არქიტექდიზაინ ნოდო"-ს დირექტორია; პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საჯარო სკოლებში ხატვა-ხაზვის მიმართულებით; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის პროექტი. მათ შორის: პიონერთა ბანაკი ატენის ხეობაში 800 მოსწავლეზე (1971), რიწის ტბის განაშენიანების ზონის დაგეგმარება (1975), ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის შენობა ქ. თბილისში (1976), სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (1976), "ვანტური ხიდი" მტკვარზე (1991), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები და სხვა; მიღებული აქვს სამი პირველი ხარისხის პრემია არქიტექტურული პროექტების კონკურსებში მონაწილეობის შედეგად; სსრკ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის სიგელი; საქართველოს მხატვართა ასოციაციის საპატიო სიგელი, საჯარო სკოლებში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 115 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

