Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინე დუღაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტი და მიენიჭა არქიტექტორის კვალიფიკაცია; დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა ურბანისტიკის სპეციალობით და მიენიჭა არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი 2002 წელს. 2000-2005წწ. მუშაობდა შპს "პროექტი 2000"-ში არქიტექტორად, შემდეგ დირექტორად; 2005-2006წწ. იყო შპს "M&G"-ის დამფუძნებელი და დირექტორი; 2006-2014წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში: ჯერ შპს "დიზაინ ცენტრის" დირექტორის მოადგილედ, შემდეგ ქ. რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილედ; ასევე იყო ქონების მართვის, ურბანული დაგეგმარებისა და ეკონომიური სამსახურის უფროსის მოადგილე; 2010 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება; 2014 წლიდან კვლავ შპს "M&G"-ში მუშაობდა არქიტექტორად; 2017 წლიდან შპს "ოპტიმალ გრუპი"-ს ტექნიკური მენეჯერია და შეთავსებით მუშაობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიწვეულ ლექტორად; 2019 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტი; მის მიერ განხორციელებული პროექტებია - საზოგადოებრივ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები და საცხოვრებელი სახლები ქ. რუსთავში, ასევე ანალოგიური ობიექტები დაპროექტებული აქვს ქ. თბილისში, ასპინძაში, ბაკურიანში, გარდაბანში და სხვა ქალაქებში; ჩატარებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის ექსპერტიზა, რომელთა მშენებლობაც განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 116
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |