შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად ელიზბარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1997 წელს. 1998-2002წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის წამყვან სპეციალისტად; 2002-2005წწ. მუშაობდა ამავე ინსპექციაში მთავარ სპეციალისტდ, ტექნიკური განყოფილების უფროსად, "არქმშენინსპექციის" უფროსის მოვალეობის შემსრულებლად; 2005-2007წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ; 2007 წლიდან არის საპროექტო კომპანია შპს "ჰორიზონტის" დამფუძნებელი და წამყვანი არქიტექტორი; 2015-2016წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის გენერალური გეგმისმართვის განყოფილების უფროსად; 2016-2017წწ. იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 117
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |