Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ემირიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია 1986 წელს. 1987-1995წწ. მუშაობდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანასეულის ფილიალში, ინჟინერ-მექანიკოსად; დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა; 1996-1998წწ. მუშაობდა ბათუმის მანქანათმშენებელ ქარხანაში ექსპერიმენტული საამქროს უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1999-2004წწ. სამშენებლო კომპანია "ანაგში" სამუშაოთა მწარმოებლად; 2004-2014წწ. გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს ეგიდით განხორციელებული საერთაშორისო პროგრამების უზრუნველმყოფ ორგანიზაციებში კონსულტანტად და ექსპერტ-კონსულტანტად სამშენებლო საკითხებში; 2014 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია "ანაგის" შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნილოგიური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად (კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად); ავტორია ორი გამოგონების: ჩაის საგრეხი, საფერმენტაციო და საშრობი ახალი აგრეგატების შექმნისა და წარმოებაში დანერგვის განხრით; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 117-118
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |