The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტრიფონ ენუქიძე

ტრიფონ ენუქიძე
Other name:ვლადიმერ კორძაია
გიორგი ლეჟავა
შავი სიმონი  (Pseudonym)
Date of birth:1877
Date of death:26 November, 1937  (at 60 years)
Burial location:დონის მონასტრის ტერიტორია, მოსკოვი
Category:Public official, Politician, Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წკადისი, ამბროლაურის რაიონი.

1899 წლამდე მუშაობდა თბილისის სხვადასხვა ქარხანაში, ამავე წლის ბოლოს სოციალ-დემოკრატების დახმარებით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, ქარხანა "ვოტანში" შექმნა არალეგალური წრეები. 1902 წელს გადავიდა ეკატერინოსლავში-ბრიანსკის ქარხანაში ზეინკლად, სადაც რევოლუციურ საქმიანობას განაგრძობდა. ლადო კეცხოველისა და აბელ ენუქიძის დაპატიმრების შემდეგ, 1903 წელს ტრიფონ ენუქიძე საქართველოში ჩამოვიდა არალეგალური სტამბის მოსაწყობად; 1903 წელს ბაქოს პატარა ლეგალური სტამბის, "არორას" პატრონის ფირმის სახელზე ლაიპციგიდან ახალი სახის მსწრაფლმბეჭდავი მანქანა გამოიწერა, სტამბა 1905 წელს დაიხურა. პარტიული განხეთქილებისა და ბოლშევიკური მუშაობის გააქტიურების მიზნით, 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიული (ბ) ცენტრალური კომიტეტის დავალებით, ტრიფონ ენუქიძე მოსკოვში ჩავიდა, გახსნა საიდუმლო სტამბა, სადაც რსდმპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის ჟურნალი "Рабочий", პროკლამაციები და პარტიის პროგრამები იბეჭდებოდა. მოსკოვში სტამბის მოწყობის შემდეგ ტრიფონ ენუქიძე პეტერბურგში გაემგზავრა ყუმბარების წარმოებისა და დამზადების შესასწავლად. 1906 წელს დააპატიმრეს ვლადიმერ კორძაიას სახელით, გადაასახლეს არხანგელსკის გუბერნიაში, საიდანაც გამოიქცა. 1907 წელს გააგზავნეს ფინეთში, ქალაქ ვიბორგში არალეგალური გაზეთის, "პროლეტარის" გამოცემა დაიწყო. 1909-1912 წლებში მუშაობდა ბაქოში, სადაც დაიჭირეს და სამი წლით კავკასიიდან გაასახლეს. რევოლუციის შემდეგ, 1919 წელს დაინიშნა მოსკოვში საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სტამბის მმართველად და პეტროგრადის საევაკუაციო კომიტეტის წევრად, ხელმძღვანელობდა დახვრიტეს 1937 წელს, რეპრესირებული. რეაბილიტირებულ იქნა 1956 წელს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.53; sovrhistory.ru


Share: