Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ეპიტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფორტეპიანოს კლასი და თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი. 1931 წლიდან მუშაობდა თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, დიდი მუშაობა გაწია თეძამის ტუფისა და სპინგნოლიტის შესწავლა-გამოყენებისათვის, რისთვისაც საქართველოს სსრ სახკომსაბჭომ დააჯილდოვა, ხოლო სსრკ მძიმე მრეწველობის საკვალიფიკაციო კომისიამ 1938 წელს, უფროსი მეცნიერ-მუშაკის წოდება მიანიჭა; ამავე დროს ვალერიან ეპიტაშვილი მუშაობდა თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტსა და საქართველოს სამხედრო აკადემიაში დოცენტად. 1941 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ფრუნზეს სახელობის უმაღლეს სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში, რომლის დამთავრებისთანავე გაიგზავნა ფრონტზე. ვალერიან ეპიტაშვილის ნაშრომები გამოქვეყნებულია სამეცნიერო-პერიოდულ გამოცემებში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.54 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |