Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნესტორ ერქომაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წითელმთა, ოზურგეთის რაიონი, შემოქმედის თემი. 1903 წლიდან იყო რსდმპ გურიის ორგანიზაციის და რევოლუციური მოძრაობის აქტიური წევრი, შემოქმედის თემის სამხედრო წარმომადგენელი და წითელი რაზმის მეთაური; 1905-1909 წლებში ბათუმის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციის მხრიდან გლეხთა და მებრძოლთა შორის ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას და ეწეოდა აგიტაციას. ნესტორ ერქომაიშვილმა სხვა თანამებრძოლებთან ერთად განაიარაღა ოზურგეთის პოლიციის სამაზრო სამმართველოს 30-მდე სტრაჟნიკი, ბათუმში 7 "გოროდოვოის" იარაღი აჰყარა. 1905 წელს მონაწილეობდა ნასაკირალში კაზაკებთან შეტაკებაში და გენერალ ალიხანოვ-ავარსკის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ოზურგეთში. გენერალი ალიხანოვ-ავარსკი ნესტორ ერქომაიშვილს და მის ოჯახს სდევნიდა და აწიოკებდა, ამიტომ იგი 1906 წლის 17 მარტს თვითონ ჩაბარდა, გაასამართლეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს; 1908 წელს გაასამართლეს მეორედ, იჯდა ოდესის ციხეშიც. 1914-1917 წლებში გადასახლებული იყო ციმბირში, ენისეისკის გუბერნიის სოფელ ტარეევოში. რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, იყო პოლიტკატორღელთა საზოგადოების წევრი (№1661). "გურიის რესპუბლიკის" ერთ-ერთი მომხრე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.100
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |