The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ნადირაძე

გიორგი ნადირაძე
Date of birth:2 February, 1932
Date of death:24 June, 2007  (at 75 years)
Category:Historian, Scientist, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.

დაამთავრა თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი 1960 წელს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე 45 წლის მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; იყო ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი; თსუ-ს ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს წევრი; გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სტატია და ექვსი წიგნი. კვლევის ძირითადი მიმართულება: ისტორიოგრაფია, ისტორიული მეცნიერების ისტორია. ყოველი მნიშვნელოვანი მეცნიერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლა ამავე დროს წარმოადგენს და განმარტავს ისტორიული მეცნიერების მაგისტრალური განვითარების პროცესებს. გ. ნადირაძემ მნიშვნელოვანი შრომა გასწია XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეების ნიკო ურბნელისა (საკანდიდატო დისერტაცია) და სულხან ბარათაშვილის (სადოქტორო დისერტაცია) სამეცნიერო მემკვიდრეობის შესასწავლად; ის აღნიშნულ მეცნიერთა ყოველმხრივი ღვაწლის პირველი მკვლევარია; ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას. ავტორია მრავალი პუბლიცისტური წერილისა და ესსეს. იღებდა მონაწილეობას სატელევიზიო სამეცნიერო-პოპულარულ გადაცემებში, როგორც ისტორიკოსი; აქტიურად თანამშრომლობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისა და ენციკლოპედია "საქართველო" რედაქციასთან; იყო გაზ. "ლიტერატურული საქართველოს" მუდმივი ავტორი. თანაავტორია საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს - "საქართველოს ისტორია, XIX საუკუნე" (2002). 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1998 წელს სადოქტორო დისერტაცია, 2001 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

წყარო: პოეტური სულის მეცნიერი : გიორგი ნადირაძე-80 : სამეცნ. კრებული / საქ. ისტორიკოსთა ეროვნ. კომ-ტი; მთ. რედ. როინ მეტრეველი.-თბ.,2012. - 502გვ.

Awards and Honors

  • 2002 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
    სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 2001 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
    ნარკვევები XIX საუკუნის ქართული ისტორიოგრაფიიდან / გიორგი ნადირაძე .- თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000.- 487გვ.

Bibliography


Share: