The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაშა დიასამიძე

იაშა დიასამიძე
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1943
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 2022  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აჭარა სოფელი მარადიდის სასაფლაო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარადიდი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1976 წელს; ლენინგრადის, გერცენის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ალგებრის კათედრის ასპირანტურა 1978 წელს.

1968-1973 წწ. იყო ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის ლაბორანტი; 1977-1992 წწ. სხვადასხვა დროს ეჭირა ასპირანტის, მასწავლებლის და დოცენტის თანამდებობები; 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კიევის შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2003 წელს, კი - სადოქტორო დისერტაცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1992-2004 წწ. მათემატიკის კათედრის დოცენტი, 2004 წლიდან - ამავე კათედრის პროფესორი, ხოლო 2021 წლიდან მათემატიკის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორი. მის შრომებში სრულადაა შესწავლილი ნახევარჯგუფებში ელემენტთა მარცხნიდან და მარჯვნიდან გაყოფადობის პირობები და გრინის ექვივალენტობები; ი. დიასამიძემ გამოსცა მონოგრაფია "ბინარულ მიმართულებათა სრული ნახევარჯგუფები", რომელიც აღიშნულ მიმართულებაში პირველი იყო. ემერიტუს-პროფესორი, საქართველოში აბსტრაქტული მათემატიკის ფუძემდებელი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი
    საქართველოში აბსტრაქტული მათემატიკის დაფუძნებისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: