The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ზანდარაშვილი

თამაზ ზანდარაშვილი
Date of birth:3 March, 1957  (69 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1979 წელს.

1974-1992წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში", IV არქიტექტურული სახელოსნოს არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1992-2007წწ. იყო სსი "თბილქალაქპროექტის" II სტუდიის არქიტექტორი,; 2007-2011წწ. ამავე ორგანიზაციის II სტუდიის პროექტის მთავარი არქიტექტორი; 2008 წელს მუშაობდა შპს "ტრიადაში" პროექტის მთავარ არქიტექტორად; 2011 წლიდან არის შპს "თბილქალაქპროექტის" პროექტის მთავარი არქიტექტორი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა რიგი მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტირების დამუშავება, მათ შორის: ქ. თბილისის ძველი უბნების რეკონსტრუქცია-რესტავრაცია ბარათაშვილის, კიბალჩიჩის, შავთელისა და ჩახრუხაძის ქუჩების და სხვა; კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობის რეკონსტრუქცია, სულხან-საბას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის შენობა ქ. თბილისში, სამონასტრო კომპლექსი ქ. ახალციხეში, პოლიკლინიკის რეკონსტრუქცია ქ. ბათუმში, ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის ინფრასტრუქტურის ობიექტები, სადგურ "თბილისი-საკვანძოს" საკონტეინერო ტერმინალი და სხვა; ავტორია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ინგოროყვას ქუჩაზე, ხმელნიცკის ქუჩაზე, დიდ დიღომში და სანზონის მ/რაიონში; ასევე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ქ. თბილისში, სოფ. საგურამოში და კოტორაანთ კარში; მრავალწლიანი წარმატებული შემოქმედებითი და შრომითი საქმიანობისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 125


Share: