Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ემურ თავართქილაძე![]()
Biographyდაბაადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ბიუროში ინჟინერ კონსტრუქტორად; 1964 წლიდან საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციაში უფროს ინჟინრად და პროექტის მთავარ ინჟინრად; 1972 წლიდან თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ქალაქის კეთილმოწყობის საპროექტო სამმართველოში დირექტორის მოადგილედ; 1983 წელს დაინიშნა საქართველოს განათლების სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციის დირექტორად; 1996-2012წწ. მუშაობდა საწარმოო გაერთიანება "საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; თავისი შრომითი საქმიანობის მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კომუნალური და საყოფაცხოვრებო ობიექტების დაპროექტებაში, ქ. თბილისის კეთილმოწყობასა და მხატვრული იერსახის გაუმჯობესებაში; არის ავტორი და თანაავტორი საქართველოს რეგიონებში საბავშვო ბაღების, სკოლებისა და პროფგანათლების ობიექტების პროექტირებაში; შრომითი საქმიანობის ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი 500, 110 და 200 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასა და ექსპლუატაციას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 126
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |