The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეოდოტი თევზაძე

Date of birth:29 April, 1927
Date of death:1997  (at 69 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი და მიენიჭა მიმოსვლის გზათა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1950 წელს.

1951-1953წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ოფიცრის რანგში; 1953-1962წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებულ სამშენებლო სამმართველოში - მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1963-1994წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის სისტემაში - სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, №25 მოძრავ მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის: პირველი 100 ბინიანი საცხოვრებელი სახლი ქ. სამტრედიაში, ჩაის მიმღები და გადამამუშავებელი ფაბრიკები, საბავშვო ბაღები და სკოლები, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრის შენობა, სამტრედიის ხის გადამამუშავებელი კომბინატის კომპლექსი და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 128

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი
    მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის

Share: