The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლერი ზამბახიძე

ლერი ზამბახიძე
Date of birth:10 March, 1961  (64 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგორზღვა, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1978 წელს.

1978-1987წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად, უფროს ინჟინრად; 1987-1993წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრაზე ლაბორანტად; იყო ამავე კათედრის ასპირანტი; დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა აკადემიური დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 1993 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამშენებლო ფაკულტეტის, სამშენებლო მექანიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის მიმართულების პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი; 2002-2006წწ. იყო შპს "მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს" მიწვეული ექსპერტი; 2010 წლიდან საქართველოს საინჟინრო აკადემიის "სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების საინჟინრო პრობლემების" განყოფილების უფროსი; მონაწილეობდა არაერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, ინფრასტრუქტურული და სპორტული დანიშნულების ობიექტის დამუშავებაში, მათ შორის: შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრისა და ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის შენობების რეკონსტრუქციის, ასევე ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქციისა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის რეკონსტრუქციის, საბავშვო გასართობი პარკის "ციცინათელა"-ს დაბა შეკვეთილში და ქ. ბათუმის დელფინარიუმის კონსტრუქციული ნაწილის; აგრეთვე საერთაშორისო სკოლის (QSI) შენობების ქ. თბილისში, ქ. ერევანში (სომხეთი), ქ. ბაქოში (აზერბაიჯანი) და ქ. ტირანაში (ალბანეთი), რაგბის სტადიონის დიდ დიღომში, ფეხბურთის სტადიონის ქ. ფოთში და სხვა; ავტორია 58 სამეცნიერო სტატიის, 3 სახელმძღვანელოს და 4 გამოგონების. მონაწილეობდა 10 სამეცნიერო კონფერენციაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 124-125

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
    მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობისა და პროფესიულ საქმიანობაში დამსახურებისათვის

Bibliography


Share: