| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ თოფურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1957 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობა დაიწყო რუსეთის ფედერაციის ქალაქ არტიომოვსკში (ციმბირი), ტრანსმაგისტრალის მშენებლობაზე, ცვლის უფროსად, ჯგუფის ხელმძღვანელად, ტრანსმაგისტრალის მშენებლობის მთავარ ინჟინრად; 1964 წელს გადმოდის თბილისში და მუშაობას იწყებს მეტრომშენში, ჯერ ჯგუფის უფროსად, შემდეგ №1 სამმართველოს მთავარ ინჟინრად, შემდგომ დაინიშნა №1 სამმართველო უფროსად; 1975 წელს ინიშნება საქართველოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გზათა მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად; 1985-1990წწ. იყო მეტრომშენის დირექტორის მოადგილე და მთავარი ინჟინერი; 1990-1998წწ. საპროექტო-სამშენებლო ცენტრის დირექტორი; მისი მონაწილეობით აშენდა სკოლები, საბავშვო ბაღები, დაპროექტებულია და აშენებულია კოოპერატივის "მეტროს" ქარხანა, მონაწილეობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის კონსტრუქციულ-არქიტექტურულ პროექტირებაში; მისი ხელმძღვანელობით აშენებულია სამხრეთ ოსეთის სამხედრო გზა. შრომის ორდენის კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 130 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

