The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ იმნაძე

თამაზ იმნაძე
Date of birth:10 July, 1941
Date of death:2007  (at 65 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სპეციალობით 1963 წელს.

1963 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოო გაერთიანება "თბილწყალკანალში" ინჟინრად; 1966-1980წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის მთავარი სამმართველოს "საქმთავარენერგოს" ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობის დირექციაში უფროს ინჟინრად; ხელმძღვანელობდა ქ. მარნეულში 6 კვტ-ანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის რკინაბეტონის ანძების ქარხნისა და ქ. თბილისში ნ. ბარათაშვილის ქუჩაზე "საქმთავარენერგოს" ახალი კორპუსის პროექტირებასა და მშენებლობას; 1980-2002წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფოს ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ქსელების სამმართველოში დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 2002 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქ. თბილისის ელექტროქსელების დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა 220 და 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. თბილისის ელექტრომომარაგების ქსელების განვითარებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის საქმეში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 133


Share: