Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო წინწკალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კოთელია, ახალქალაქის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის დაგეგმვა 1990 წელს, ასპირანტურა 1993 წელს. 1993-1994წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის წამყვანი სპეციალისტი; 1993-1994წწ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ეროვნებების საქმეთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.390 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |