Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაალ კიკვიძე![]()
Biographyდაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის სპეციალობით 1986 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა - 1993 წელს. 1998-1999წწ. - ლუნდის უნივერსიტეტი, მიწვეული მკვლევარი; 2013-2014წწ. - მალმოს უნივერსიტეტი, მიწვეული პროფესორი; 2006 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულება, სრული პროფესორი; 2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2016 წელს - მიწვეული პროფესორი, ვენეციის კა’ფორსკარის უნივერსიტეტი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მრავლობითი რიცხვის ფორმათა სტილისტური დანიშნულებისათვის ქართულში", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენა კულტურაში და კულტურა ენაში", დაიცვა 2005 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.472, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |