შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როლანდ კომახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზედა განთიადი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბელგოროდის მ. ოლმინსკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1974 წელს; ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით რუსული ენა ლიტერატურა 1977 წელს. 1978 წლიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, რუსული ენის კათედრის მასწავლებელი; 1985 წლიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტი, რუსული ენის კათედრის გამგე; 1996 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2004 წლიდან - ბათუმის თავისუფალ ხელოვნებათა და მეცნიერებათა ინსტიტუტის რექტორი; 2006 წლიდან - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ინტერესების სფეროს განეკუთვნება ტექსტი და თარგმანი, კულტურათშორისი კომუნიკაცია. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. 2005 წელს აირჩიეს ქ. სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რუსული და ქართული ფიზიკური ტერმინოლოგიების შეპირისპირებითი კვლევა", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტექსტის პარადიგმატიკა და სინტაგმატიკა", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.473; სკოლა ევრო-2000: euro-2000.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 136-137 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |